Friday, June 30, 2017

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეშვიდე ტრენინგ დღეს, შევქმენით პროექტის  პრეზენტაციის შაბლონი  მოსწავლეთათვის.  მოვიძიეთ ინფორმაციები და ფოტო მასალა  მოსწავლის პროექტისათვის.

Wednesday, June 28, 2017

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეექვსე  ტრენინგ დღეს განვსაზღვრეთ მოსწალეთა წინარე ცოდნა ,დავადგინეთ  მათი სპეც საჭიროება და ასევე , პროექტის მიდინარეობისას ,პროექტის სხვადასხვა ეტაპზე განსახორციელებლი აქტივობები .

Sunday, June 25, 2017

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

პროექტის  მეხუთე დღეს, შევქმენი  პროექტის მიმდინარეობის და პროექტის  დასასრულისათვის გამოსაყენებელი მეთოდები და ინსტრუმენტები. ასევე მოსწავლის საბოლოო  შეფასების რუბრიკები და მზა მასალები  ავტვირთე  გუგლის დისკზე.

Saturday, June 24, 2017

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს, ჩამოვაყალიბეთ  პროექტის მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები. გამოვყავით, ჩვენი პროექტიდან , ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. განვსაზღვრეთ პროექტის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები .

Friday, June 16, 2017

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს, მუშაობა დავიწყეთ წინასწარ შერჩეული პროექტის თემების განხილვით. მივიღეთ რჩევები როგორც ტრენერისაგან , ასევე კოლეგებისაგან. ტექნოლოგიებით გამდიდრებული  სასწავლო პროექტის დაგეგმის დაწყება , რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. ყოველივე ამის შემდეგ, დავუბრუნდი პროექტის გეგმას და დავადგინე პროექტის ეფექტიანად დაგეგმვისათვის საგნის სტანდარტის რომელი ინდიკატორის მიღწევა და შეფასება  დამჭირდება თემის ფარგლებში.  , შემდეგ პროექტის გეგმაში გადავიტანე შერჩეული სტანდარტი და ინდიკატორი . ასევე დავადგინე ჩემი პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები.

Sunday, June 11, 2017

პირველი მოდულის რეფლექსია

ტრენინგის პირველი მოდულის დასრულების შემდეგ, გავიგე რას გულისხმობს პროექტით სწავლება, რა სფეროებს  შეიძლება მოიცავდეს პროექტით სწავლება ,რა განსახვავებაა სასწავლო და სოციალურ პროექტებს შორის . როგორ უნდა გაფორმდეს სასწავლო პროექტის გეგმა . ჩემთვის ეს თემა იყო საინტერესო და ძალზე მნიშვნელოვანი , რადგან ჩემს პრაქტიკაში , აუცილებლად ,გამოვიყენებ ტრენინგში მიღებულ გამოცდილებას.